The Telegraph: ქართველი მოჭადრაკე ტყუილში გამოიჭირეს

telegraph.com-ის ცნობით, ქართველი მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძე დუბაიში გამართული საჭადრაკო ტურნირიდან ტყუილის გამო გარიცხეს.
გამოცემის ცნობით, ნიგალაძეს 15 წელიწადი თამაში აეკრძალება, რადგან შეჯიბრის დროს ტუალეტში შედიოდა და ტელეფონის საშუალებით სავარაუდო სვლებს არჩევდა.
ქართველი მოჭადრაკის ქმედებამ ეჭვი გამოიწვია მის მოწინააღმდეგეში, რომლის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ქართველი მოჭარდაკე დიდ დროს ანდომებდა ტუალეტში ყოფნას.
შეჯიბის ორგანიზატორებმა შემოწმების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ტუალეტის ქაღალდის ქვეშ მას დამალული ჰქონდა მობილური ტელეფონი.
ტელეფონში ჩართული იყო აპლიკაცია, რომელიც ნიგალიძის თამაშის ანალიზს ახდენდა. ნიგალაძის მოწინააღმდეგემ განაცხადა, რომ მოჭადრაკე მისი თოთეული სვლის შემდეგ ტუალეტში გადიოდა.

გაზიარება