9 წლის გოგონა თავისი ხელით აშენებს სახლებს უსახლკარო ადამიანებისთვის

ჰეილი ფორტი სულ რაღაც 9 წლისაა, მაგრამ ბევრად მეტი აქვს გაკეთებული უსახლკარო ადამიანებისთვის, ვიდრე ბევრ ჩვენგანს. გოგონა თავისუფალ დროს მობილურ თავშესაფრებს აშენებს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო სახლ-კარი არ აქვთ.<img src="http://s017.radikal.ru/i443/1506/03/d577e1438014.jpg">ჰეილის მათთვის საკვებიც კი მოჰყავს.&nbsp;<img src="http://"><img src="http://s017.radikal.ru/i437/1506/08/e5fc43607a62.jpg">გოგონამ პირველად 5 წლის ასაკში დაინახა უსახლკარო ადამიანი და მაშინვე უთხრა დედას, რომ მისი დახმარება სურდა. დედა, რა თქმა უნდა, დაეთანხმა და იმის შემდეგ ერთად აკეთებენ სიკეთეს. ადამიანი, რომელსაც პირველად დაეხმარა, ედვარდი ერქვა. ის, იმ დროიდან მოყოლებული მეგობრობს და ეხმარება პატარა ჰეილის.&nbsp;<img src="http://s014.radikal.ru/i329/1506/fc/23299a15b6a9.jpg">"მე მგონია, რომ აბსოლუტურად არასწორია სამყაროში უსახლკარო ადამიანები არსებობენ... ვფირობ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს სახლი", - ამბობს ჰეილი.&nbsp;<img src="http://s020.radikal.ru/i702/1506/39/2d51d77897e9.jpg">ყოველი მობილური თავშესაფრის აშენება 300$-ს მოითხოვს. მართალია გოგონას მშობლებიც ეხმარებიან, მაგრამ ძირითადად ყველაფერს თვითონ აკეთებს.&nbsp;<img src="http://s020.radikal.ru/i716/1506/af/94dc5e804d98.jpg">პატარა სახლები სახურავითა და ფანჯრებით (2.4×1.2 მ.), აშენებულია ფირფიტებისგან, გადამუშავებული ქსოვილებისგან და ბორბლებისგან, რითიც გადაადგილების საშუალება ეძლევა.<img src="http://s019.radikal.ru/i605/1506/cb/b171b64faad2.jpg">

გაზიარება