2 ლომი საბურთალოს სასაფლაოზე - ვეფხვი სასტუმრო საქართველოსთან (ვიდეო)

თბილისის ზოოპარკი მდინარე ვერემ გაანადგურა, ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს კი თბილისის სხვადასხვა უბანში პოულობენ. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საბურთალოს სასაფლაოზე 2 ლომი შენიშნეს, ვაკეში სასტუმრო საქართველოსთან კი ვეფხვი აღმოაჩინეს. მტაცებელი ცხოველების დასაძინებლად ან ლიკვიდაციისთვის სპეციალური დანიშნულების რაზმები არიან მობილიზებული საქმეში ჩართულია ავიაციაც. კიდევ ერთი ვეფხვი, რომელიც ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს ლიკვიდირებულია. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ვეფხვი გაღიზიანებული იყო და მისი დამორჩილება ვერ შეძლეს. გმირთა მოედანზე ნაპოვნი ბეჰემოტი კი ზოოპარკის ტერიტორიაზე დააბრუნეს. http://rustavi2.com/
გაზიარება