18-19 მარტს, საქართველოში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18 - 19 მარტს საქართველოში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

"18 - 19 მარტს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება",– აცხადებენ სინოპტიკოსები.

გაზიარება