შარლი ებდომ ასადის კარიკატურა გამოაქვეყნა

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა "შარლი ებდომ" სირიის ლიდერის კარიკატურა გამოაქვეყნა. ჟურნალის გარეკანზე ბაშარ ასადია გამოსახული, რომელსაც ცხვირზე წითელი სამაგრი აქვს მოჭერილი. ფონად კი მას თავის ქალების გორა აქვს. კარიკატურას შემდეგი შინაარსის წარწერა აქვს: „ქიმიური იერიში სირიაში. გაერო ასადს ადანაშაულებს.“ ქიმიური იარაღი იდლიბში 3 დღის წინ გამოიყენეს, რასაც 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება