უჩა ნანუაშვილი: კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ დაცული არ არის

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ დაცული არ არის.  

"მსხვილ კერძო ეკონომიკურ ინტერესებთან დაპირისპირებისას, საკითხი კულტურული მემკვიდრეობის საზიანოდ წყდება. ამ დრომდე კონკრეტულ შედეგებამდე არ მისულა საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება. ასევე, არ არის გამოძიებული რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების საკითხი", - აღნიშნულია სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში. 

გაზიარება