სპორტი

თბილისში სუპერთასისთვის "ბარსელონა" და "სევილია" იბრძოლებენ

თბილისში, უეფა-ს სუპერთასზე, რომელიც "დინამო არენაზე" 11 აგვისტოს გაიმართება, ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან .
სუპერთასზე ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები ხვდებიან. ჩემპიონთა ლიგის ფინალში დღეს "ბარსელონამ" ტურინის "იუვენტუსი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. გოლები ივან რაკიტიჩმა ("ბარსელონა"), ალვარო მორატამ ("იუვენტუსი") , ლუის სუარესმა ("ბარსელონა") და ნეიმარმა ("ბარსელონა) გაიტანეს.

გაზიარება

კრიშტიანო რონალდო და პორტუგალიის ეროვნული ნაკრები თბილისშია

თბილისს ესტუმრა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც არის 2014 წლის ოქროს ბურთის მფლობელი კრიშტიანო რონალდო.

პორტუგალიის ნაკრებს 13 ივნისს ერევანში ევრო 2016–ის შესარჩევი მატჩი ელის სომხეთის გუნდთან, მოსამზადებლად კი პორტუგალიელებმა თბილისი არჩიეს.

გუნდი რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა ლისაბონიდან და სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" დაბინავდა. პორტუგალიის ნაკრების ვარჯიშები დახურული იქნება.

http://www.heretifm.com/

გაზიარება

მინსკში "სვაროვსკის" ბრილიანტებით შემკული" მერსედესის" ქართველი მფლობელი დააკავეს

მინსკში, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი დიდი რაოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო vesti.ru ავრცელებს.
„ვესტის“ ინფორმაციით, მამაკაცი მამაკაცი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი იყო და მას 4 მილიონი რუბლის მითვისებაში ედება ბრალი.
როგორც ჩანს, მამაკაცს დამალვა არ უფიქრია. პირიქით, მინსკის ქუჩებში „სვაროვსკის“ ბრილიანტებით შემკული მერსედესით დადიოდა.
ცნობისთვის, S კლასის „მერსედესი“ თავიდან ბოლომდე „სვაროვსკის“ ბრილიანტებით იყო დაფარული, რომელიც ალბათ, მითვისებულ თანხაზე გაცილებით მეტი დაჯდებოდა.

გაზიარება

მამა ანთიმოზმა საქართველო-პორტუგალიის მსაჯს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისში მიმდინარე 19 წლამდელთა მიმდინარე ელიტ-რაუნდზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრებთან 3:2 წააგო. მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელში ინცინდენტი მოხდა.

ნასვამი არქიმანდრიტი ანთიმოზი გასახდელში შევარდა და შეხვედრის მთავარ არბიტრს, პეტრესკუს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება მალევე განიმუხტა და ანთიმოზი გარეთ გაიყვანეს. თუმცა არქიმანდრიტს არც გარეთ შეუწყვიტავს უწმაწური სიტყვების ძახილი და გინება.

ამ ფაქტის გამო უეფასგან საქართველოს მკაცრი სანქცია ელის.

http://primetimenews.ge/

გაზიარება

ფაჩულიამ NBA-ში ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარა

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში 21 მარტს გამთენიისას, ერთმანეთს ბრუკლინ ნეტსი და მილუოკი ბაქსი დაუპირისპირდნენ. ვისკონსინურმა გუნდმა მძიმე ბრძოლაში, მესამე ოვერტაიმში დათმო შეხვედრა, ანგარიშით - 129-127.

გაზიარება

მილტონ ჰეიგი - მოვიგეთ კარგი ანგარიშით და ამ ანგარიშით გავიხარეთ

მოვიგეთ კარგი ანგარიშით და ამ ანგარიშით გავიხარეთ, - ამის შესახებ რუსეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებმა დღევანდელ თამაშში გამარჯვება გამოცდილებისა და კლასის შედეგად მოიპოვა.
"ჩვენი მოწინააღმდეგე ძლიერი გუნდია და კარგად ითამაშეს დღევანდელ თამაშში. ჩვენ კლასითა და გამოცდილებით მოვიგეთ. ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა, რომლითაც კმაყოფილები ვართ. მოვიგეთ კარგი ანგარიშით და ამ ანგარიშით გავიხარეთ. რუმინეთთან უკეთესად ვითამაშებთ", - განაცხადა ჰეიგმა.

გაზიარება

საქართველოს ეროვნულმა რაგბის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 26:13 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა რაგბის ნაკრებმა სტუმრად ესპანეთი ანგარიშით 26:13 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველი მორაგბეები "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველ ადგილზე იმყოფებიან.
ქართველთაგან საჯარიმოები და გარდასახვა ზუსტად შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა, ხოლო ლელოები ზურაბ ჟვანიამ და დავით კაჭარავამ დადეს. შემდეგ შეხვედრას 14 მარტს საქართველო თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

interpressnews.ge

გაზიარება

საქართველო რაგბიში ექვსი ერის ქვეყნებს უმასპინძლებს

საქართველო რაგბიში ექვსი ერის ქვეყნებს უმასპინძლებს. "მსოფლიო რაგბიმ" 2020-32 წლების საერთაშორისო კალენდარი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს და მეორე დონის სხვა ქვეყნის გუნდებს პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ მეტი ტესტ-მატჩის გამართვისა და მათი მასპინძლობის შესაძლებლობა ეძლევათ.

გაზიარება

„ბარსელონამ"ევროპის სუპერთასი მოიგო

თბილისში, „დინამო არენაზე: გამართული ევროპის სუპერთასის მატჩის გამარჯვებული ესპანეთის „ბარსელონა" გახდა.

გაზიარება

სფფ უეფას სუპერთასის მატჩზე დასწრებისთვის რეგულაციებს აქვეყნებს

11 აგვისტოს, უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, იმ რეგულაციებს აქვეყნებს, რომელთა დაცვა და შესრულება სავალდებულოა.

გაზიარება

Pages