სად ისვენებენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები

ანგელა მერკელი
ანგელა მერკელის ამოჩემებული სასტუმრო Park Hotel Miramare-ია. ესაა ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც კუნძულ ისკიაზე მდებარეობს. ქალბატონ მერკელს აქ ულტრამარილიანი წყლები ხიბლავს და მას ისკიაზე თითქმის ყოველ წელს იხილავთ. რაც შეეხება თავად კუნძულს, ის გამოირჩევა მშვიდი გარემოთი და როგორც წესი, პასიური დასვენების მოყვარულ შუახნის ადამიანებს ხიბლავთ.

ვლადიმერ პუტინი, ბარაქ ობამა
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები ცდილობენ, რომ არდადეგები საკუთარ ტერიტორიაზე გაატარონ. ცნობილია, რომ ისინი წლის განმავლობაში 2 კვირა ისვენებენ, თუმცა, პუტინს მედიის დახმარებით, შექმნილი აქვს იმიჯი, რომ "ის დასვენების დროსაც მუშაობს"...
რუსეთის პირველი პირი, ძირითადად, სოჭში, Бочаровом Ручье-ს სტუმრობს, რაც შეეხება ბარაქ ობამას, ის კემპ-დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ისვენებს.

დევიდ კამერონი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, გერმანიის კანცლერის მსგავსად, ხშირ შემთხვევაში, იტალიაში ისვენებს. კამერონს ძალიან უყვარს ტოსკანა.

ჯორჯო ნეაპოლიტანო
იტალიის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც პოსტი სულ ახლახანს დატოვა, დასვენებისთვის ქვეყნიდან არ გადის და იმის გათვალისწინებით, რომ ის ულამაზესი ქვეყნის მეთაური იყო, ეს გასაკვირი არც არის... როგორც ცნობილია, ნეაპოლიტანოს ძალიან უყვარს კუნძული კაპრი, სადაც შვებულებისას კლასიკურ რუსულ ლიტერატურას კითხულობს ხოლმე.

ფრანსუა ოლანდი
საფრანგეთის პრეზიდენტს შვებულების გატარება ლაჟვარდოვან ნაპირზე მოსწონს, რაც ასევე ცნობილია, როგორც საფრანგეთის რივიერა. სანაპირო წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ საკურორტო ზონას და ის, თავდაპირველად, ბრიტანული საზოგადოების უმაღლესი ფენისთვის განკუთვნილი კურორტი იყო. დღეისათვის ლაჟვარდოვანი სანაპირო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ დასასვენებელ ზონად მიიჩნევა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი კანშიც ფლობს დიდებულ ვილას და არც იქ განტვირტვაზე ამბობს უარს...

4alltravelers-ის სტატიის მიხედვით,
ADAMI.GE

გაზიარება