რელიგია

ხვალიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

დღეს პეტრე-პავლობის მარხვის აღებაა. დღეს ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის დღეა, რომელიც მე-9 საუკუნეში მოხდა.
პეტრე-პავლობის მარხვა წელს 8 ივნისიდან იწყება და ტრადიციულად 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. ამდენად, წელს პეტრე-პავლობის მარხვა 5 კვირა გაგრძელდება. დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია.
მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

გაზიარება

პატრიარქის 2015 წლის სააღდგომო ეპისტოლე

პატრიარქის 2015 წლის სააღდგომო ეპისტოლე.

გაზიარება

მამა ანთიმოზი – პირველად დავწყევლე ადამიანი, თუ მოინანიებს და შენდობას მთხოვს, წყევლას მოვუხსნი

მამა ანთიმოზის ირგვლივ სკანდალები არ ილევა. ამას თავად არქიმანდრიტიც უწყობს ხელს. ამბობს, რომ ღთისმსახურებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომ გაბრაზებაც შეუძლიათ და უკიდურეს შემთხვევაში, გინებაც.

გაზიარება

პატრიარქის გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა. უფლისადმი მადლიერების დღე ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნება. ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. მადლობის ლოცვა და წირვა პირველად სვეტიცხოველში შესრულდება. აღდგომის წინა დღეს, შაბათს მსვლელობა დაიწყება.

გაზიარება

სახელმწიფომ მეუფე იაკობს 22 011 ლარის ღირებულების TOYOTA LANDCRUISER გადასცა

არასამთავრობო ორგანიზაცია TDI-ის მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის წერილის საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპატრიარქოს 22 011 ლარის ღირებულების TOYOTA LANDCRUISER-ი საკუთრების უფლებით გადასცა.

2000 წელს გამოშვებული შავი ფერის TOYOTA LANDCRUISER-ი, სახელმწიფო ნომრებით ROS-300, საქართველოს საპატრიარქოს ჩაბარდა.

გაზიარება

მამა პეტრე: ვინც თვლის, რომ ღმერთმა შური იძია, ის შორსაა მართლმადიდებლობისგან

“ ვინც თვლის, რომ ღმერთმა ჩვენზე შური იძია, ის შორს დგას მართლმადიდებლობისგან. ვინც თვლის, რომ თავად წმინდანია და დაღუპულები ცოდვილი, საერთო არაფერი აქვს რწმენასთან. ვინც თვლის, რომ აგრესია და სიძულვილი სამართლიანი მიდგომებია, ვერასდროს ეზიარება სიმართლეს ” - წერს Facebook-ის გვერდზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.

გაზიარება

სასულიერო პირების კომფორტს შეწირული ისტორიული ძეგლები

<em>"საქართველოს საპატრიარქო!

გაზიარება

ნაკურთხი წყლით მკურნალობის წესები - ეს ყველა ოჯახმა უნდა იცოდეს

ნაკურთხი წყლის გამოყენებას თავისი წესები აქვს, რომლებიც მზრუნველობით ინახება ხალხურ მეხსიერებაში.

გაზიარება

მთავარეპისკოპოსი: ის ვინც ლანძღავს და აგინებს რუსეთს იმას ქართველი როგორ ვუწოდო? (ვიდეო)

სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის ქადაგებას სოციალურ ქსელში, ინტერნეტ მომხმარებლების მიერ არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ვიდეოს რომელსაც “ფეიბუქში” აზიარებენ ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძე აცხადებს, რომ უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ერთ ძლიერ სახელმწიფოდ გაერთიანდება, რომელსაც მირონცხებული მეფე ეყოლება. იხილეთ ვიდეო..
გაზიარება

სექსუალურობა მხოლოდ შვილთაჩენისთვის არ აკურთხა უფალმა, იგი ღვთის საჩუქარია

“ჩემო კეთილო მეგობრებო! გავკადნიერდები და ჩვენს საზოგადოებაში თითქმის ტაბუდადებულ თემას – სექსუალურობის საკითხს შევეხები. ვიცი ბევრი კონსერვატორულად განწყობილი ადამიანის რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის არარსებობამ ბევრი ქართული ოჯახი დანგრევის პირამდე მიიყვანა. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, თითქოს მე ამ პოსტით უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების დეკლარირებას ვცდილობდე. მე თქვენდამი სიყვარულმა მაიძულა გამომეთქვა ჩემი აზრი ამ თემაზე, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

გაზიარება