ლაშა მახარაძის ოჯახი საქმიდან ნაფიცი მსაჯულების ჩამოშორებას ითხოვს-აქცია მრგვალ ბაღთან

მოკლული ლაშა მახარაძის ოჯახისწევრები და ახლობლები, თბილისში მრგვალ ბაღთან აქცია გამართეს. ისინი მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმიდან ნაფიცი მსაჯულების ჩამოშორებას მოითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მახარაძის ოჯახისწევრებმა და ახლობლებმა ხელმოწერების შეგროვება ორი დღის წინ დაიწყეს. მათი თქმით, ოქროპირიძის საპატიმროდან გამოსვლა დაუშვებელია, რადგან ის კიდევ არაერთ ოჯახს გააუბედურებს. მახარაძის ოჯახისწევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავენ და ნაფიცი მსაჯულების ჩამოშორებას სთხოვენ.

http://pirveliradio.ge/

გაზიარება