კრიმინალი

თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით 80 წლის მამაკაცი დააკავეს

გამოძიება 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,რაც სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას გულისხმობს.

გაზიარება

მექსიკის ციხიდან საშიში დამნაშავეები გაიქცნენ

მომხდარის გამო ციხის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გაზიარება

ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე სამშობიაროს ხელმძღვანელი პირები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებების მოქმედებების შედეგად, ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე „რუსთავის სამშობიარო სახლის“ გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და „ახალი სამშობიარო ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე დააკავა.

გაზიარება

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში – დაკავებულია ჯოყოლოს იმამი [Photos - Video]

14 ივნისს, საღამოს, სპეცოპერაციის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებმა დააკავეს სოფელ ჯოყოლოს იმამი აიუფ ბორჩაშვილი, მისი სიძე რამზან მღებრიშვილი და მათთან ერთად მყოფი პირი სახელად ხიზირ, სოფელ დუმასტურის მკვიდრი. ასევე, დააკავეს სოფელ ომალოს მკვიდრი ბაადურ ჩოფანიშვილი, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის ნათესავები, მერაბ ცათიაშვილი და გელა ტოხოსაშვილი.
გაზიარება

მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი გლდანის ციხიდან გათავისუფლდნენ

ორწლიანი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ დაღესტნელები, მიკაელ კადიევი და მისი ნათესავი რიზვან ომაროვი გლდანის N8-ე დაწესებულებიდან გათავისუფლდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კადიევის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, შესაძლოა ორივე მათგანმა საქართველო უკვე დატოვა.

გაზიარება

ქართველი დამნაშავეები წლის განმავლობაში გერმანიაში 250 მლნ ევროს პროდუქციას იპარავენ

ქართველთა დანაშაულებრივი ჯგუფები თავშესაფრის მინიჭების პროცედურებისთვის საჭირო დროს კრიმინალური საქმიანობისთვის იყენებენ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Jungefreiheit.de წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაისის შუა რიცხვებში პოლიციამ ხუთი ქართველი თავშესაფრის მაძიებელი დააკავა მაშინ, როდესაც მათ ქალაქ კობლენცში მაღაზია გატეხეს და 7 000 ევროს ღირებულების თამბაქოს ნაწარმი მოიპარეს. მომხდარის შემდეგ რაინლანდ-პფალცის რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა, როჯერ ლევენცმა ფედერალურ მთავრობას მოუწოდა დააჩქაროს თავშესაფრის მინიჭების პროცედურები.

გაზიარება

სასამართლო პატარკაციშვილის ქონების საქმის განხილვას იწყებს

ბადრი პატარკაციშვილის ქონების საქმეზე, რომელზეც გიგი უგულავს ბრალი დაუმძიმდა, დღეს საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა იწყება. მხარები შესავალი სიტყვით წარდგებიან. რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს ასევე დაცვის მხარე.სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ეპიზოდს აერთიანებს. ეს არის ტელეკომპანია "იმედი", მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. ამ საქმეზე ბრალდებულები არიან გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

http://pirveliradio.ge/

გაზიარება

პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის მიერ, პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარედგინა.

გაზიარება

ბესიკ ცხადაძე გარდაიცვალა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსი ბესიკ ცხადაძე გარდაიცვალა.

გაზიარება

თბილისის ერთ–ერთ რესტორანში ცხენის ხორცისგან მომზადებულ ხინკალს ყიდდნენ

რესტორანში "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" ხინკალსა და აფხაზურაში ცხენის ხორცი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება

Pages