ეკონომიკა

ლარი გამყარდა

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარი 2.4151 ლარი გახდა.  კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4270 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0119 ლარი შეადგინა.

გაზიარება

საქართველო საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შავ სიაშია

საერთაშორსიო სამოქალაქო ავიაციის შავი სია ადასტურებს, რომ საქართველო უკვე 2 წელია იმ 13 ქვეყანასთან მოიხსენიება, რომლებიც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

გაზიარება

წულუკიანი: სამინისტროს ბიუჯეტი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე შემცირდება

იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებების შემცირება და უკან დაბრუნება მოუწევს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

წულუკიანის თქმით, იმ სამინისტროებმა, ვის სსიპ-ებსაც აქვთ დამატებითი შემოსავლები, თავიანთი ეკონომიები ბიუჯეტს უნდა გადასცენ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის შემცირება ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე მოხდება. ასევე აღარ აშენდება მცხეთის იუსტიციის სახლი.

გაზიარება

კალაძე: ენერგეტიკის სამინისტრო 5 მილიონს დაზოგავს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, უწყებიდან 5 მილიონი დაიზოგება.

"ენერგეტიკის სამინისტროს რაც შეეხება, კონკრეტულად ეს თანხა 5 მილიონს შეადგენს. ეს თანხა თანადაფინანსებებეიდან დაიზოგება, რომელიც სახელმწიიფოს უნდა გაეღო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის პროექტები, რომლებიც აქვს წაროდგენილი ჩვენს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს, შეფერხდება ან არ განხორციელდება. ყველა პროექტი შესაბამისად განხორციელდება, უბრალოდ, ამ თანხის ჩანაცვლება მოხდება დღგ-ს ზედმეტობიდან მიღებული თანხებით", - თქვა კალაძემ.

გაზიარება

“ბიუჯეტის გადახედვა თვითმმართველობებსაც მოუწევთ”

ბიუჯეტის გადახედვა თვითმმართველობებსაც მოუწევთ - ამის შესახებ ნოდარ ხადურმა მთავრობს სხდომიდ დასრულების შემდეგ გააკეთა.

"აქტიური კომუნიკაციაა დაგეგმილი ადგილობრივ თვითმმართველობებთან, იმავე მიმართულებით, რომ გადახედონ ბიუჯეტს, რათა მიღწეული იყოს მთავარი პირობა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტს," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

გაზიარება

ხადური: მომავალ კვირას გაირკვევა, რომელი უწყება შეამცირებს ან გაზრდის ხარჯს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრის დავალებით, სამინისტროები მომავალ კვირას წარადგენენ დაზუსტებულ მონაცემებს, რომელი სამინისტრო რა მიმართულებით შეამცირებს ხარჯებს და რომელი პირიქით, გაზრდის.

გაზიარება

ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გაუქმების ინიციატივით გამოდის

"ახალი პოლიტიკური ცენტრი" ეროვნული ბანკის გაუქმებისა და მის ნაცვლად, სავალუტო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელსაც ეროვნულ ბანკზე გაცილებით შეზღუდული ფუნციები ექნება. გარდა ამისა, მათი წინადადებაა, ლარი აღარ იყოს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება და მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ეკონომიკურ საქმიანობაში ის ვალუტა გამოიყენონ, რომელსაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ლარის კურსი უნდა იყოს ფიქსირებული დოლართან, ევროსთან და ამ ვალუტების კალათასთან მიმართებაში.

გაზიარება

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3013 ლარია

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3013 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3013 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3049 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.

გაზიარება

საქართველოდან ავტომობილები შესაძლოა თურქმენეთში გავიდეს

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიება იგეგმება.

გაზიარება

"საქსტატის" ინფორმაციით, მარტში ფასები გაიზარდა სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე, ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე და ტრანსპორტზე

"საქსტატის" ინფორმაციით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე, ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე, სახლის მოვლასა და ტრანსპორტზე.

გაზიარება

Pages